შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობაში ეჭვმიტანილი, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე ჩხოროწყუს რაიონოს სოფელ ლესიჭინეში მანქანის ქურდობისთვის 4 ეჭვმიტანილი პირი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ ,,თაიმერის,, ექსკლუზიური ინფორმაციით, გასული ღამის პერიოდში, სენაკში, ქალაქის ცენტრალურ უბანში, არჩაიას ქუჩიდან ,,დაიჰატსუს,, მარკის მსუბუქი ავტომობილი მოიპარეს. ავტომობილი, ვინმე დ. მარკელიას ეკუთვნოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე შეთანხმება მიღწეულია
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონი – დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მომწამვლელი ნივთიერების გამოყენება დიდი ალბათობით ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება იყო