მიუღებელია აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა-EU-ს პრესსპიკერი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების მუქარა, დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა.

“საქართველო: მიუღებელია, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა.

EU მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება.” – წერს მასრალი.

banner
წინა სტატიაშიკრამონი პაპუაშვილს პასუხს სთხოვს
შემდეგი სტატიააფხაზავა:ევროპის დღეს საქართველო განსაკუთრებულად უნდა ხვდებოდეს, თუმცა ამის ნაცვლად ქვეყანაში დაძაბული სიტუაციაა