რუსული კანონის მოწინააღმდეგე 6 დაკავებულიდან ერთი რუსეთის მოქალაქეა

რუსული კანონის მოწინააღმდეგე 6 დაკავებულიდან ერთი რუსეთის მოქალაქეა – შოთა თუთბერიძემ ცოტა ხნის წინ მოინახულა მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

ადვოკატის თქმით, რუსეთის მოქალაქეს აქციაზე კამერის დაზიანებას ედავებიან.

დაკავებული რუსეთის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს.

“რუსეთის მოქალაქეს გამოძიება ედავება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულსიხმობს ქონების დაზიანებას, კამერაზეა საუბარი, როგორც ამბობენ, ის ურტყამდა კამერას, თუმცა ჩვენ საქმის მტკიცებულებები ჯერ არ გადმოგვცემია, ამიტომ მათზე ვერ ვისაუბრებთ. ეს არის პროტესტის დასჯის და პროტესტის ჩახშობის მცდელობა. ის დუმილის უფლებას იყენებს”, – ამბობს ადვოკატი შოტა თუთბერიძე.

banner
წინა სტატიაში425 პარლამენტარს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, აქვს სურვილი, მათ ევროკავშირის ანაბანა აუხსნას – კრამონი “ქართულ ოცნებას”
შემდეგი სტატია“ბატონი “ელჩყოფილისთვის” რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია” – წილოსანი ჯავახიშვილზე