აფხაზავა:ევროპის დღეს საქართველო განსაკუთრებულად უნდა ხვდებოდეს, თუმცა ამის ნაცვლად ქვეყანაში დაძაბული სიტუაციაა

გვაშინებენ ომით და ომია, თითქმის, საქართველოში, უკვე გვეშინია ქართველმა ქართველს არ დაარტყას – ამ განცხადებას ლადო აფხაზავა აკეთებს.

მასწავლებელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსული კანონის პროტესტის გამო ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, ამბობს, რომ ევროპის დღეს საქართველო განსაკუთრებულად უნდა ხვდებოდეს, თუმცა ამის ნაცვლად ქვეყანაში დაძაბული სიტუაციაა.

ევროპის დღეა და წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ რომ არ ყოფილიყო საქართველოში, რამხელა ზეიმი იქნებოდა. ძალიან ცუდია, რომ ყველანი დაძაბულები, აქეთ-იქით ვიხედებით, რომ ვინმემ რამე არ გაბედოს. გვაშინებენ ომით და ომია, თითქმის, საქართველოში, უკვე გვეშინია ქართველმა ქართველს არ დაარტყას, მეზობელმა მეზობელს არ დაარტყას და უბნელმა უბნელს,“ – ამბობს ლადო აფხაზავა.

banner
წინა სტატიაშიმიუღებელია აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა-EU-ს პრესსპიკერი
შემდეგი სტატიაბექა გოგიჩაიშვილი: სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, თუმცა ეს მიანიშნებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი სრულდება