შიდა ქართლში გამოკვლეულ 67 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ლუგარის ლაბორატორიაში შიდა ქართლიდან გაგზავნილი ნიმუშების პასუხები უარყოფითია. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს.

პრესსამსახურის ცნობით, სულ გაგზავნილი იყო 67 ნიმუში, მათ შორის სოფელ მეტეხიდან, სადაც ერთი ოჯახის ხუთი წევრია ინფიცირებული.

შეგახსენებთ, 9 ივნისიდან დღემდე შიდა ქართლში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული. მეტეხში კორონას 5 შემთხვევაა გამოვლენილი, მირიანში 1, გორში 2, ხოლო ხიდისთავში 1.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავა
შემდეგი სტატია“ბავშვთა პორნოგრაფიის’’ საქმეზე ავსტრალიის მოქალაქეს 20 წლით, საქართველოს მოქალაქეებს კი 19-19 წლით პატიმრობა მიესაჯათ