ქრთამის აღების ფაქტზე კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ წვევამდელს, ჯარში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ, თანხა მოსთხოვა და გამოართვა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშივარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგების აღრიცხვა დღეიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაშიდა ქართლში გამოკვლეულ 67 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა