შერემეტევოში თვითმფრინავის ხანძრის გაჩენის მიზეზი დაადგინეს

სამგზავრო თვითმფრინავ Sukhoi Superjet 100 (SSJ-100)-ზე ხანძრის გაჩენის მიზეზი უცხო სხეულია, რომელიც თვითმფრინავში მოხვდა – ამის შესახებ ინფორამციას რუსული “ინტერფაქსი” გამოძიების მასალებთან წვდომის მქონე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაშვებისას თვითმფრინავს შასი მოწყდა და მარცხება მხარეს ბენზინის ავზში მოხვდა, რომლის შედეგადაც ხანძარი წარმოიქმნა.

მანამდე, საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავარიის მიზეზი მფრინავების არაკომპეტენტურობა შეიძლებოდა ყოფილიყო.

Sukhoi Superjet 100-ს ცეცხლი გუშინ საღამოს გაუჩნდა. შერემეტევოს აეროპორტში თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაეშვა. სავარაუდოდ, მას მეხი დაეცა. გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ ავიალაინერს ხანძარი დაშვების შემდეგ გაუჩნდა.

უკანასკნელი მომაცემებით, ბორტზე მყოფი 79 ადამიანიდან 41 დაიღუპა, მათ შორის, ეკიპაჟის ერთი წევრი. გადარჩა 33 მგზავრი, მათ შორის, ეკიპაჟის ოთხი წევრი. გამოძიებას სახელმწიფო კომისიაც დაიწყებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

banner
წინა სტატიაშიშევარდნაძის მმართველობის ჩინოვნიკი შენგელი ფიცხელაური სუს-ის უფროსის მოადგილედ ინიშნება -“კურიერი”
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს