შექმნეს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი-ნინო ბურჯანაძე

“დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში მოხდა ისეთი რამ, რომლის ანალოგიც თანამედროვე სახელმწიფოების პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მახსენდება.ხელისუფლების პირველმა პირმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა დაპირება პოლიტკიკური კრიზისის მოგვარებისთვის, დაპირება საქართველოს მოსახლეობისადმი, პოლიტიკური პარტიებისადმი, საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართული და დღეს უბრალოდ ყველა მოგვატყუა.

ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებმა ჩააგდეს ეს კანონპროექტი, მოატყუეს ქართველი ხალხი უპირველეს ყოვლისა. ყველა პოლიტიკური პარტია გამონაკლისის გარეშე, საკუთარი გუნდის წევრებიც კი, მოატყუეს. შექმნეს უმძიმესი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კრიზისი. ეს რომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ დამთავრებით დასრულდება ამაში ორი აზრი არ არის.

ეს გამოიწვევს ქვეყანაში ძალიან სერიოზულ არასტაბილურობას. ღმერთია მოწამე, ჩვენ ეს არ გვინდოდა,” – ამ სიტყვებით “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას გამოეხმაურა.

banner
წინა სტატიაში“გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?”-ლევან კობერიძე
შემდეგი სტატიაბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ