ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს, ილია გამგებელსა და დავით ქოქიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

რაც შეეხება ამავე საქმეზე კიდევე ერთ ბრალდებულს, ლევან ქარდავას, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ე.წ. ნავთლუღის ეპიზოდზე მსჯავრდებულია, დღევანდელ სასამართლო სხდომას ნებაყოფლობით არ დასწრებია. დღევანდელ სხდომაზე მის საქმეზე წინასსამართლო სხდომის თარიღად 27 დეკემბერი განისაზღვრა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვა კი, გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და განზრახ უკანონო დაკავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წინასასამართლო სხდომა 27 დეკემბერს, 15:00 საათზე დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიშექმნეს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი-ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატიაურჩ დეპუტატებს სუსი აკონტროლებს – დავით ჭიჭინაძე