შეკვეთილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ რამდენიმე პირს ქობულეთის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება

შეკვეთილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულმა შვიდმა პაციენტმა ქობულეთის სამედიცინო ცენტრი დატოვა. კლინიკაში დაკვირვების ქვეშ სამი პაციენტი რჩება. ისინი მკურნალობას ტვინის შერყევის დიაგნოზით აგრძელებენ, – ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

რაც შეეხება ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში მოთავსებულ 18 პაციენტს, მათგან ერთი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად გადმოჰყავთ – პაციენტს სახის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. პარალელურად, რეგიონულ სამედიცინო ცენტრში ოპერაცია უტარდება რამდენიმე პაციენტს.
სხვა დაშავებულების მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმისას არ წარმოადგენს.

ქობულეთში კვლავ იმყოფება აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, რომელიც ადგილზე უწევს ორგანიზებას პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მათ სხვა კლინიკაში ტრანსპორტირებას. ქობულეთში ასევე იმყოფება საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე.

შეკვეთილში ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი დღეს დილით შეეჯახა. ერთ მიკროავტობუსს მგზავრები ბათუმიდან თბილისის, მეორეს კი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გადაჰყავდა. ავარიის შედეგად 28 მგზავრი დაშავდა. შეჯახების შედეგად ერთი მიკროავტობუსი ამობრუნდა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის სტიქიის ზონაში 2 ათასი მოხალისე გააგზავნოს
შემდეგი სტატიაასეთი რამ ბევრი წლის განმავლობაში არ გვახსოვს, ეს არაბუნებრივი სიტუაციაა – სოფლის მეურნეობის მინისტრი ხანძარზე საუბრობს