სალომე სამადაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის სტიქიის ზონაში 2 ათასი მოხალისე გააგზავნოს

,,ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის სტიქიის ზონაში 2 ათასი მოხალისე გააგზავნოს, – ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მთელი ძალის გამოყენებით მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, თუმცა არსებობს კითხვები, რამდენად დროული იყო ხელისუფლების რეაგირება სტიქიასთან დაკავშირებით.

,,ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მოხდეს სრული ძალების მობილიზაცია იმისთვის, რომ კრიზისი იქნას დაძლეული. ,,ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის საკუთარი ძალებით დაეხმაროს მოსახლეობას და მეხანძრეებს. ჩვენ მზად ვართ, რომ 2 ათასი მოხალისე გავაგზავნოთ სტიქიის ზონაში დასახმარებლად. არსებობს მთელი რიგი შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაგირება, რამდენად დროულად მოხდა როგორც ჯარის, ასევე საერთაშორისო დამხარების მობილიზაცია. თუმცა დღეს ამ შეკითხვების დასმის დრო არ არის . დღეს მნიშვნელოვანია დავამარცხოთ სტიქია და შემდგომ გამოვიყენოთ, მათ შორის საპარლამენტო პროცესები იმისთვის, რომ მივიღოთ ამომწურავი პასუხი ხელისუფლებისგან ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც გადაიდგა გასული დღეების განმავლობაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია:”მშრომელების” დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებამ უარი თქვა, ,,ჩვენი დიდი ძმისა და მეზობლის” სურვილზე, ,,დახმარებოდა” მისგან ოკუპირებულ ჩვენს სამშობლოს
შემდეგი სტატიაშეკვეთილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ რამდენიმე პირს ქობულეთის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება