ასეთი რამ ბევრი წლის განმავლობაში არ გვახსოვს, ეს არაბუნებრივი სიტუაციაა – სოფლის მეურნეობის მინისტრი ხანძარზე საუბრობს

ასეთი რამ ჩვენ საერთოდ არ გვახსოვს ბევრი წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ეს ახლა არაბუნებრივი სიტუაციაა – ეს განცხადება, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შესაძლო დივერსიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

დავითაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე წინასწარ ვარაუდებისა და ეჭვების გამოთქმა მიზანშეწონილი არ არის, თუმცა ჩატარდება გამოძიება და ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადგინდება.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ასეთ სიტუაცია არ გვახსოვს, დანარჩენი ძალიან რთულია, ეჭვს არ აქვს მნიშვნელობა ვის რა ეჭვი აქვს ან პირადი სუბიექტური აზრი რა გააჩნია. ძალიან ცუდი სიტუაციაა, როდესაც ასეთი გამოწვევაა. ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში ჩატარდება გამოძიება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ასეთი რამ ჩვენ საერთოდ არ გვახსოვს ბევრი წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა ეს ახლა არაბუნებრივი სიტუაციაა,“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიშეკვეთილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ რამდენიმე პირს ქობულეთის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება
შემდეგი სტატიაგურიას ახალი გუბერნატორი ჰყავს