შეჯახებას თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – მომხდარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.

შემთხვევა დღეს გამთენიისას, მარშალ გელოვნის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის ავტომობილს „მერსედესის“ მარკის სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავარიის გამომწვევი მიზეზი სავარუდოდ ის გახდა, რომ სამარშუტო ტაქსის მძღოლს საჭესთან ცაეძინა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშირუისთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატია„იკვეთება სულ მცირე სამსახურეობრივი გულგრილობა“ – ომბუდსმენი მოზარდების მკვლელობის საქმეზე