რუისთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Crime Scene

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტახნის წინ ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ რუისთან. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, ხოლო ერთ-ერთი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ “გორმედში” გადაიყვანა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„მე როგორც ვიცი არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მოუტყუებია“ – მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული დ.ღ.-ს მამა
შემდეგი სტატიაშეჯახებას თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა