„იკვეთება სულ მცირე სამსახურეობრივი გულგრილობა“ – ომბუდსმენი მოზარდების მკვლელობის საქმეზე

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – დ.ღ.- ს დაკავების ფაქტს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება. ომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ საქმესთან დაკავშირებით, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

ომბუდსმენი საქმეში არსებულ ხარვეზებზეც მიუთითებს:

„თეთრი ძაფები ნამდვილად ჩანს და სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ არ ჩატარდა ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც აბსოლუტურად გათვლადი იყო. არა მარტო დანაშაულში მონაწილე პირებზე არის საუბარი, არამედ ის პირები ვინც იყვნენ გამოძიებაზე პასუხისმგებლები, მათ მიმართაც დაიწყოს გამოძიება. იმიტომ, რომ ჩვენ ჩამოვთვალეთ მთელი რიგი საკითხები, რაც მათ უნდა ჩაეტარებინათ და არ ჩაატარეს. ვფიქრობ, რომ იკვეთება სულ მცირე სამსახურეობრივი გულგრილობა,“-აცხადებს სახალხო დამცველი.

banner
წინა სტატიაშიშეჯახებას თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდიას ისევ მფარველობას უწევენ – ზაზა სარალიძე მოზარდის დაკავებას ეხმაურება