სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ლავროვთან შეხვედრა არ უნდა იყოს ”შეხვედრა შეხვედრისთვის”

თქვენი თეთრი ცხენი გადანახეთ ოდესაში

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ამ განცხადებით ირაკლი სესიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც არ გამორიცხვას, რომ „შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში“ სერგეი ლავროვს შეხვდეს.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, ეს არის ზოგადი აზრი, რომ შეიძლება ასეთი შეხვედრა შედგეს.

„მაგრამ თუ ასეთი რამ შედგება, ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენთვის N1 თემა არის რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ეს თუ იქნება ამოსავალი წერტილი და მიმართული იქნება იმისკენ, როგორ უნდა მოხდეს დეოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მზად ვართ. სხვა შემთხვევაში, ასეთი ტიპის შეხვედრა ჩაითვლება როგორც შეხვედრა შეხვედრისთვის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ ”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში” რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. შესაბამის განცხადებას მიხეილ ჯანელიძე გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აკეთებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში წარუდგინა