სერბეთის პრეზიდენტი ჩინური ვაქცინით აიცრა

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი კამერების წინ ჩინური ვაქცინით “სინოფარმი” აიცრა. მან აცრა 6 აპრილს სოფელ რუდნა გლავას პატარა საავადმყოფოში გაიკეთა – balkaninsight-ი წერს. ვუჩიჩმა ადრე განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის აცრას რომელიმე პატარა სოფელში გაიკეთებს.

სერბეთში ვაქცინაციის პროგრამა სწრაფი ტემპებით მიდის. ქვეყანაში იყენებენ რუსულ “სპუტნიკს”, ჩინურ “სინოფარმს”, ასევე, ევროკავშირში დადასტურებულ “პფაიზერსა” და “ასტრაზენეკას”.

მარტის ბოლოს 7 მილიონი მოსახლეობიდან ვაქცინის პირველი დოზა 2 მილიონს უკვე გაკეთებული ჰქონდა. მარტის შუა რიცხვებიდან ქვეყანა მკაცრი ლოკდაუნის რეჟიმშია.

წყარო

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება ჭყონდიდში- (ვიდეო)
შემდეგი სტატიალავროვმა დაიჩივლა რომ დასავკლეთს უკრაინა “გონზე ვერ მოყავს”