ლავროვმა დაიჩივლა რომ დასავკლეთს უკრაინა “გონზე ვერ მოყავს”

რუსეთის სააგრეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაიჩივლა, რომ ვერ ხედავს იმის მცდელობას, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა “უკრაინა გონზე მოიყვანონ” დონბასში სიტუაციის გამძაფრენაბსთან დაკავშირებით. რუსული “კომერსანტის” ინფორმაციით, ლავროვმა ამის შესახებ თავის ინდოელ კოლეგასთან ნიუ-დელიში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“სამწუხაროდ, ყოველთვის, როცა საუბარია “ნორმანდიულ ოთხეულზე” ამა თუ იმ ხარისხით ლიდერთა ან წარმომადგენლების, ან შსს-ს თანამშრომლების დონეზე, ჩვენ ჩვენი ფრანგი და გერმანელი კოლეგებისგან ვერ ვხედავთ ენერგიულ მოქმედებებს უკრაინის გონზე მოსაყვანად. ახლა უკვე ბევრი მტკიცებულებაა იმისი, რომ აუცილებელია ამის გადაუდებლად გაკეთება” – ლავროვმა განაცხადა და დაამატა, რომ იმედგაცრუებულია იმით, რომ დასავლეთს რეაქცია არა აქვს უკრაინის აღმოსავლეთით უკრაინული სამხედრო ძალების მობილიზაციის გამო.

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ადრე მხარეებს დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდეს. აშშ-მ კი რუსეთს უკრაინის საზღვარზე პროვოკაციის გამო განმარტების გაკეთება სთხოვა.

მარტის ბოლოს გამოცემა The New York Times-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით უკრაინის საზღვარზე დაახლოებით 4 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურის განთავსებაზე დაწერა. აშშ-ს ძალების ევროპულმა სარდლობამ მაღალი დონის “კრიზისის პოტენციურ ჩაწყნარებამდე” სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშისერბეთის პრეზიდენტი ჩინური ვაქცინით აიცრა
შემდეგი სტატიააშშ-ში კორონავირუსის ორმაგი მუტაციის შემთხვევა დაფიქსირდა