სენცოვი 139-ე დღეა შიმშილობს

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის ფოტო გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც გავრცელდა, რომ რეჟისორი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოლეგ სენცოვი 139-ე დღეა შიმშილობს.

სენცოვი 2014 წლის მაისში სიმფეროპოლში დაიჭირეს. მას ტერაქტის მომზადება ედება ბრალად. რუსი სამართალდამცველების მტკიცებით, სენცოვს თანამზრახველებთან ერთად სიმფეროპოლში ლენინის ძეგლის აფეთქება უნდოდა. ასევე, მას ბრალად ედება “ედინაია რასიასა” და “ყირიმის რუსული საზოგადოების” ოფისებისთვის ხანძრის გაჩენა. სენცოვს რუსულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის ძმა ბიზნესის რეკეტის საქმეში – მორიგი სკანდალური ჩანაწერი და ზეწოლა “ომეგა ჯგუფზე”
შემდეგი სტატიაჰოლანდიაში მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს