ჰოლანდიაში მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს

ჰოლანდიაში შვიდი სავარაუდო ჯიჰადისტის დაკავებიდან მეორე დღეს პოლიციამ ყველაზე მასშტაბური ჩხრეკა ჩაატარა, რომლის შედეგადაც დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებები ამოიღო, რომელიც ასაფეთქებელების დასამზადებლად იყო განკუთვნილი. ეჭვმიტანილების დაკავება ხუთშაბათს მოხდა სპეციალური ანტიტერორისტული განყოფილების მიერ. სპეცსამსახურების ინფორმაციით, დაკავებულები მასშტაბური ტერაქტის მომზადებას აპირებდნენ მსხვილი კულტურული ღონისძიების დროს. ეჭვმიტანილები 18-დან 34 წლამდე არიან. დაჯგუფებას ერაყის ქურთისტანის მკვიდრი ჰანდი ჰ. ხელმძღვანელობდა, რომელიც 2014 წელს სამი თვით იყო დაკავებული ტერორისტებთან კავშირის გამო – “ბიბისი” წერს.

მიმდინარე მომენტში ჰოლანდიაში ტერორისტული საფრთხის მეოთხე დონეა გამოცხადებული, ხუთი შესაძლოდან. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა შეძლეს აღეკვეთათ ტრაგედია, მაგრამ მოსახლეობას სიფხიზლისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიამ ტერაქტებისგან თავის დაცვა მოახერხა, უკანასკნელი ხნის მანძილზე მთელი რიგი “საგანგაშო სიგნალები” ისმის. კერძოდ, სამი თვის წინ როტერდამში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლების საფრანგეთისა და ჰოლანდიის ტერიტორიებზე ტერაქტების მომზადებას გეგმავდნენ. ერთი თვის წინ კი, 19 წლის ავღანელი დააკავეს, რომელმაც დანით ორი ამერიკელი ტურისტი დაჭრა.

banner
წინა სტატიაშისენცოვი 139-ე დღეა შიმშილობს
შემდეგი სტატიასუპერთანამედროვე ამერიკულმა გამანადგურებელმა F-35 პირველად განიცადა კატასტროფა