სენაკის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით მორიგი ღონისძიება გაიმართა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სსიპ – “კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” მხარდაჭერით, პროექტის – “ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნებაზე ზრუნვა – ჩვენი არჩევანია” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა და დასუფთავების აქცია მოეწყო.

პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება და გარემოს დაცვით აქტივობებში მონაწილეობით, ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერების ხელშეწყობა.

 

 

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე: „ოცნების“ ხელისულებას 200 მილიონად მილიონი ამომრჩევლის ხმის ყიდვა უნდა, მერე მილიარდები რომ აკეთონ!
შემდეგი სტატიაბიზნესდაჯილდოება 2020-ზე 400 კომპანია დარეგისტრირდა