დავით ჭიჭინაძე: „ოცნების“ ხელისულებას 200 მილიონად მილიონი ამომრჩევლის ხმის ყიდვა უნდა, მერე მილიარდები რომ აკეთონ!

„ოცნების“ ხელისულებას 200 მილიონად მილიონი ამომრჩევლის ხმის ყიდვა უნდა, მერე მილიარდები რომ აკეთონ!

დღეში 15 თეთრად შეაფასეს მათ ადამიანების ოცნება და ცხოვრება, მაგრამ ის ვერ გათვალეს, რომ ქართველ ხალხს ვერ მოისყიდიან!

ნიღბები გაუკეთეს ადამიანებს, მაგრამ ვერავის დაამუნჯებენ, არ გამოუვათ!

დემაგოგ ექიმებს ალაპარაკებენ, მაგრამ ერთი კითხოს ვინმემ თუნდაც გამყრელიძეს, მაგის შვილი ხელებს არ იბანდა და იმიტომ დაემართა კორონა?!

მოკლედ, კორონა იყო მათი მამა- მარჩენალი ეს თვეები, ეს იყო მათი “წარმატება” და ესეც დაკარგეს!

და დღეს ხალხი არ დაუშვებს საკუთარი ძალაუფლების მოპარვას, რადგან 31 ოქტომბერს ძალაუფლება ხალხის ხელში იქნება!

ამიტომ მოგიწოდებთ, ჩემო მეგობრებო, მოგიწოდწბთ ყველას, მობრძანდით 31 ოქტომბერს არჩევნებზე, მხარი დაუჭირეთ „ტრიბუნას“ და ამით მხარი დაუჭირეთ სახალხო სასამართლოს.

რადგან როდესაც ჩვენ ვამბობთ სახალხო ტრიბუნიდან – სახალხო ტრიბუნალამდე – კი არ ვხუმრობთ, ამ ქვეყანას სწორედ რომ სახალხო ტრიბუნალი სჭირდება!

სწორედ ხალხმა უნდა მიიღოს განაჩენის გამოტანის უფლება.

მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ „ტრიბუნას“, რადგან სწორედ „ტრიბუნაა“ ის ძალა, რომელიც ხალხს ფინანსური ბორკილებისგან გაათავისუფლებს.

სწორედ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ქვეყანას იმ ახალ ეკონომიკურ მოდელს შესთავაზებს, რომელზეც არცერთი პოლიტიკური ძალა არ საუბრობს.

ეს არის სოლიდარული ეკონომიკა;
გვერდში მდგომი , ადამიანების გაერთიანებისკენ მიმართული ეკონომიკა და არა კონკურენცია, ურთთიერთჩაგვრა და ურთიერთძარცვა.

მოგიწოდებთ ყველა გავერთიანდეთ, რადგან სწორედ გვერდში დგომით შევძლებთ დავირაზმოთ და გავყაროთ ყველა, ვინც მხოლოდ ძარცვაზე იყო მომართული ბოლო 30 წელი.

ერთად დავდგეთ დაცერთად დავიბრუნოთ მოპარული საქართველო, ჩვენ შვილებს ამ ქვეყნიდან გაქცევა რომ აღარ მოუნდეთ და წასულებიც უკან დაბრუნდნენ.

და მინდა მივმართო ჩვენს ემიგრანტებს.
თქვენ ხართ საქართველოს სახე გარეთ.
მინდა რომ იყოთ ძალიან წარმატებულები და თუ დღეს თქვენ უჭერთ მხარს ქვეყანას ეკონომიკურად, ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ ერთად, რომ თქვენ მანდ თქვენი ქართველობით ამაყობდეთ!

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მობრძანდით და დაუჭირეთ მხარ „ტრიბუნას“, რადგან ჩვენ ის ძალა ვართ, რომელიც ყოველთვის ხალხის გვერდით იქნება, სიძნელეებს კი ერთმანეთის გარეშე-წერს დავით ჭიჭინაძე “ფეისბუქის” საკთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა
შემდეგი სტატიასენაკის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით მორიგი ღონისძიება გაიმართა