სავჩენკომ ისევ გამოაცხადა შიმშილობა

ნადია სავჩენკოუმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ შიმშილობას აცხადებს და უკრაინელი ტყვეების განთავისუფლებას ითხოვს, რომლებიც რუსეთისა და დონბასის ტერიტორიებზე ჰყავთ.
“მე ბიჭების გასათავისუფლებლად ბევრი მეთოდი ვცადე, როგორც მსოფლიო იბრძოდა ჩემთვის ახლა მათთვის ისე ვიბრძოლებ, როგორც საკუთარი თავისთვის ვიბრძოდი თვითონ” – განაცხადა სავჩენკომ.
მისი თქმით, ის “მსოფლიო ხელისუფლების უმოქმედობას” აპროტესტებს და შიმშილობას “სასურველი შედეგის მიღწევამდე” გააგრძელებს – თქვა სავჩენკომ კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
“მე პრეზიდენტ პოროშენკოს ტყვეების გაცვლის რეალური გეგმები გადავეცი: “ხალხის მიცემა პირველმა უნდა დავიწყოთ, მაგრამ ტყვედ არ არიან პეტრე ალექსეევიჩის (პოროშენკოს) შვილები და ჩვენი შვილებისთვის მას არ ცხელა” – განაცხადა სავჩენკომ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ახალი ატომური ბომბის შექმნაზე სანქცია გასცა
შემდეგი სტატია„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ მთავრობას სწრაფი მოქმედებებისკენ მოუწოდებს