აშშ-მ ახალი ატომური ბომბის შექმნაზე სანქცია გასცა

აშშ-მ ახალი ატომური ბომბის შექმნაზე სანქცია გასცა

1აშშ-ს ატომური უსაფრთხოების ეროვნულმა სამმართველომ ატომური ბომბის B61-12 ახალი, მოდერნიზენული ვერსიის საინჟინრო წარმოება დაიწყო -წერს “ბიბისი”.
ქობინების პირველ მოდერნიზებულ ვერსიებს, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის გამოუშვებენ. რომლის შემდეგადაც მისი მასობრივი წარმოება დაიწყება – ნათქვამია სამმართველოს განცხადებაში.
ქობინი B61-12 ახალი კომპონენტებისგან იქნება დამზადებული, რაც მისი მუშაობის ვადას 20 წლამდე გაზრდის.

B61 სერიის ბომბი აშშ-ს სტრატეგიული შეიარაღების ძირითადი თერმობირთვული იარაღია. მისი პირველი მოდიფიკაცია 1963 წელს შეიმუშავეს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და USAID-ის პროექტ „ZRDA“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიასავჩენკომ ისევ გამოაცხადა შიმშილობა