სავჩენკომ აღიარა, რომ შიმშილობის დროს ღვინო დააგემოვნა

3უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ აღიარა, რომ გამოცხადებული შიმშილობის დროს ღვინო დააგემოვნა – ამის შესახებ დღეს უკრაინული “ვესტი” წერს.
“წყალზე ვარ, ვშიმშილობ. შემიძლია, ცოტა ღვინო დავლიო – სულ ეს არის” – განაცხადა მან. დეპუტატმა ასევე თქვა, რომ ტყვე ჯარისკაცების ნათესავებმა, რომლებიც მანამდე აქციას შეუერთდნენ, პროტესტი შეწყვიტეს.

18 აგვისტოს გავრცელდა, რომ სავჩენკო აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სადილზე იყო დაპატიჟებული. ღონისძიებაზე მოწვეული იყო ასევე ოდესის მხარის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება, სააკაშვილისა და სავჩენკოს ნახვის მსურველებისთვის, 250 დოლარი ღირდა.

შეგახსენებთ, რომ სავჩენკომ 3 აგვისტოს უკრაინელი ტყვე ჯარისკაცების განთავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ფორუმის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია
შემდეგი სტატიაბანგკოკის პოლიციამ პოკემონებზე მონადირეების დაკავება დაიწყო