ბანგკოკის პოლიციამ 50 პატრული გამოყო, რომელთა დანიშნულება, ტაილანდის ცენტრალურ ქუჩებში პოკემონებზე მონადირეების დაკავებაა – ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის სიტყვებს Bangkok Post-ი ავრცელებს.
ჯგუფი ათ ყველაზე მოძრავ მაგისტრალზე განახორციელებს პატრულირებას. პოკემონებზე მონადირეებს, რომლებიც პერსონაჟების დაჭერის გამო საავარიო სიტუაციას შექმნიან, დააკავებენ და დააჯარიმებენ.
დაჯარიმდებიან როგორც ფეხით მოსიარულეები, ასევე მძღოლები, რომელთა მოქმედებამაც, შესაძლებელია, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს.
Pokemon GO თამაშია, რომელსაც რეალური ელემენტები აქვს დამატებული. თამაში რამდენიმე ქვეყანამ უკვე აკრძალა. თამაშის პრინციპია ვირტუალური მონსტრების, პოკემონების პოვნა და დაჭერა, ასევე სხვა მოთამაშეებთან შეჯიბრება.