სატვირთო ბოინგ 737 ჰავაიში ავარიულად დაეშვა

სატვირთო თვითმფრინავი Boeing 737 ჰავაის კუნძულებზე, ქალაქ ჰონოლულუსთან ახლოს პარასკევს, 2 ივლისს ავარიულად დაეშვა – აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ გაავრცელა.
როგორც გავრცელდა, მფრინავებმა ძრავის პრობლემებზე განაცხადეს და ჰონოლულუში დაბრუნებას ცდილობდნენ, თუმცა, იძულებული გახდნენ თვითმფრინავი წყალზე დაესვათ. საავიაციო სამსახურის მონაცემებით, ავიახომალდი კალაელოს აეროპორტიდან სამ კილომეტრში დაეშვა.

ეკიპაჟის ორივე წევრი სანაპირო დაცვის სამსახურებმა იხსნეს. ინციდენტის გამო გამოძიება დაიწყო.

მომხდარის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Boeing-ის აქციები 2%-ით დავარდა.

banner
წინა სტატიაშილიეტუვას სასაზღვრო სამსახურები მიგრანტების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში აქვსენტ გვილავას სახლი დაიწვა (ვიდეო)