ლიეტუვას სასაზღვრო სამსახურები მიგრანტების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

ლიეტუვას სასაზღვრო სამსახურები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ მიგრანტების რიცხვის ზრდის გამო. “ჩვენი საგანგებო სიტუაციების ცენტრი შს სამინისტროს სთავაზობს სახელმწიფო დონეზე საგანგებო სიტუაცია გამოაცხადოს” – პოლკოვნიკმა ანტანტას მონტიდასმა გაავრცელა. მისი თქმით, ეს შესაძლებლობას მისცემთ დამატებითი ძალების მობილიზება მოახდინონ, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები მოაწყონ, თვითმმართველობებს კი მიგრანტებისთვის შენობების მომზადება გაუმარტივდებათ.
“თუკი გასულ წელს 70 არალეგალი მიგრანტი გვყავდა, ახლა უკვე 800-ია, ანუ, 11-ჯერ მეტი. ძირითადად ესენი არიან ერაყის, ირანის, სირიის, ბელორუსის მოქალაქეები” – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ვიდას მაჩაიტსიმამ.

უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე 150 უდოკუმენტო პირი დააკავეს. მათ სკოლის შენობაში განათავსებენ.

დღესვე გავრცელდა, რომ ევროპის საზღვრის დაცვის სააგენტომ “ფრონტექსმა” ლიეტუვასა და ლატვიაში დაცვის გასაძლიერებლად მესაზღვრეების დამატებითი ძალები გააგზავნეს.

banner
წინა სტატიაშიხანძარი რუსთავში
შემდეგი სტატიასატვირთო ბოინგ 737 ჰავაიში ავარიულად დაეშვა