სათვალთვალო პროგრამა “პეგასუსის” მწარმოებელი: საკუთარ კლიენტებს დასდეთ ბრალი, ჩვენ არა

კომპანიამ ისრაელიდან NSO, რომელიც სათვალთვალო პროგრამა Pegasus-ს აწარმოებს, რომელიც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და სხვადასხვა მთავრობების სატელეფონო მოსმენებისთვის გამოიყენებოდა, განაცხადა, რომ მომხდარში მათი დადანაშაულება ეს იგივეა, რაც ავტომობილების ქარხანას დასდო ბრალი მაშინ, როცა ავარიას მთვრალი მძღოლი ახდენს.
“თუკი თქვენ საჭესთან მთვრალი ჯდებით და ვიღაცას გაიტანთ, ხომ არავინ დაადანაშაულებს მანქანების მწარმოებელს, დაადანაშაულებენ მძღოლს” – “ბიბისის” კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

გუშინ გავრცელდა, რომ ევროპის კომისიამ გადაწყვიტა ევროკავშირში ჟურნალისტებზე პროგრამა “პეგასუსით” შესაძლო თვალთვალის გამო გამოძიება დაიწყოს.
“ჩვენ ინფორმაციის შეგროვებას ვიწყებთ, რომ ვნახოთ, როგორია მსგავსი პროგრამის გამოყენების ალბათობა ერთ-ერთი წევრ ქვეყანაში. ჩვენ მედიაში ვნახეთ ამასთან დაკავშირებით კომენტარი” – იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა თქვა. მან დაამატა, რომ სამუშაოს კოორდინაციას საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატი გაუწევს, რომელიც ვადებული იქნება სასამართლო და მონაცემთა დაცვის ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა, “Amnesty International”-მა და 17-მა მედია-ორგანიზაციამ კვირას გაავრცელა, რომ მინიმუმ ათი მთავრობა იყენებდა სათვალთვალო პროგრამას ჟურნალისტების, იურისტების, ბიზნესმენებისა და მთავრობის პირების ტელეფონების მოსასმენად.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – ძალიან დიდი ხანია ძალოვან უწყებაში ვმუშაობ და არ მახსოვს, რომ ჟურნალისტების მიმართ ასეთი მასიური ძალადობა განხორციელებულიყო
შემდეგი სტატია“ახლა მომახსენეს, არ მინახავს რა მოხდა” – გომელაური წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” მიკროფონის წართმევაზე