“ახლა მომახსენეს, არ მინახავს რა მოხდა” – გომელაური წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” მიკროფონის წართმევაზე

ახლა მომახსენეს ეს ამბავი, მოვიკითხავ – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისიტრმა, ვახტანგ გომელაურმა “რუსთავი 2-ის” ეთერში დასმულ კითხვას კულტურის მინისტრის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალიტისთვის მიკროფონის წართმევისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე.

 

“სიმართლე გითხრათ, ახლა მომახსენეს, არ მინახავს, რა მოხდა. აუცილებლად მოვიკითხავ, ვერ გეტყვი ზუსტად, რა მოხდა. მითხრეს, რომ შემოვიდა შეტყობინება ამ ფაქტზე, მომახსენეს ეს, სანამ შემოვიდოდი სტუდიაში. გავერკვევით აუცილებლად”,- თქვა ვახტანგ გომელაურმა.

დღეს სენაკის თეატრში სპექტაკლზე დასასწრებად მისული პირველი ვიცე-სპიკერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი “მთავარი არხის” კითხვებით გაღიზიანდა, რის შემდეგაც ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ამის შემდეგ კი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა “ფეისბუქზე” თავად განათავსა და დაწერა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშისათვალთვალო პროგრამა “პეგასუსის” მწარმოებელი: საკუთარ კლიენტებს დასდეთ ბრალი, ჩვენ არა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში