“სათადარიგო მოთამაშედ ვეღარ ჩავითვლები, არც მაქვს სურვილი, მაგრამ ირაკლი ღაირბაშვილი არის კარგი ვარიანტი ამისთვის”

60 წელს გადავაჭარბე, სათადარიგო მოთამაშედ ვეღარ ჩავითვლები, არც მაქვს სურვილი, მაგრამ ირაკლი ღაირბაშვილი არის კარგი ვარიანტი ამისთვის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

„ირაკლი არის უნიკალური მოვლენა და გავუფრთხილდეთ. მას უყვარს სამშობლო. ყოველ წუთს და ყოველ წამს აქვს განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაბრუნდება და კარგია, რომ ეს ესეა“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

„ირაკლი ღარიბაშვილი თავად ცდილობს ბიზნესის რაღაც დარგში, აქაც შევთავაზე ჩემი დახმარება. ცოტა გაუხანგრძლივდა შერჩევის პროცესი. პოლიტიკური მზაობაც აქვს, კარგ ფორმაშია, მეოთხე შვილი შეეძინათ, გოგონა, სამი ბიჭის მამა იყო. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხაზს, რომ კარგია, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი სათადარიგო მოთამაშეები გაჩდნენ. მე უკვე 60-ს გადავაჭარბე, სათადარიგო მოთამაშედ ვეღარ ჩავითვლები და არც მაქვს სურვილი, მაგრამ ირაკლი არის კარგი ვარიანტი იმისათვის“,-აღნიშნა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი აქცია 8 ოქტომბერს იქნება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ნიკა მელიაზე არ მაქვს დიდი წარმოდგენა, ელენე ხოშტარიას კი ანალიზი მშვენივრად შეუძლია