ბიძინა ივანიშვილი: ნიკა მელიაზე არ მაქვს დიდი წარმოდგენა, ელენე ხოშტარიას კი ანალიზი მშვენივრად შეუძლია

ნიკა მელიაზე არ მაქვს დიდი ინტელექტუალური წარმოდგენა რამდენად ახერხებს შეფასებას, მაგრამ ელენე ხოშტარიასთან კამათიც მქონია, საკმაოდ კარგად შეუძლია შეფასებაც და ანალიზიც“,- ამის შესახებ საქართელოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა და აღნიშნა, “რომ ვერ მოუნელებია მათ საარჩევნო პლაკატზე ცრუ დაპირებები”.

“მშვენივრად იცის ელენე ხოშტარიამ რა იყო, როგორი კრიმინალური იყო ეკონომიკა და დღეს რომ მსგავსი არაა. ეს ქვეყანა უყვარს თუ არა მას, აქ მაქვს კითხვის ნიშანი. იმ გუნდს თუ შევხედავთ, შეიძლება მამააბრამის ბატკანივით დარჩეს, გამოვყვეთ რომ მაჭავარიანია ამ გუნდში და ხმების მოპარვის მეტი არაფერი არ ევალებოდა. ვერ მომინელებია „ნაციონალური მოძრაობის“ წარწერა – ნიკა მელია და ელენე ხოშტარია რომ პირდებიან მოსახლეობას რაღაც პენსია, უმუშევრობა, ეკონომიკა, დანაშაულებების დეკრიმინალიზაცია. ყველაზე არაკორუფციული ქვეყანა ვართ, რა იყო, როგორი გარდაქმნა მოხდა, კრიმინალური იყვნენ მთლიანად ესენი და რამხელა ცინიზმია ჩადებული დაპირებაში -დეკრიმინალიზაცია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სათადარიგო მოთამაშედ ვეღარ ჩავითვლები, არც მაქვს სურვილი, მაგრამ ირაკლი ღაირბაშვილი არის კარგი ვარიანტი ამისთვის”
შემდეგი სტატია(+ფოტოები) გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო