სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ გამოკვლეულ 285 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ გამოკვლეულ 285 პირს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასტუმროს ადმინისტრაცია ავრცელებს.

სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, „დრიმლენდ ოაზისში“ დანარჩენი სტუმრებისა და პერსონალის ბიოლოგიური მასალის კვლვის პროცესი ამ დრომდე გრძელდება და საბოლოო შედეგები სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის სასტუმროში 924 ადამიანი იმყოფება. იქ შესვლა-გამოსვლა კვლავაც აკრალულია.

მენეჯერის თქმით, „დრიმლენდ ოაზისის“ სტუმრები ტერიტორიიდან გასვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.

სასტუმრო გუშინ ჩაიკეტა. მიზეზი სამედიცინო კონფერენციაზე მყოფი ერთ-ერთი მედიკოსი გახდა, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ რუსული ოკუპაცია ამ ქვეყანაში დასრულდეს მშვიდობიანად
შემდეგი სტატიანათელაშვილი: ბელადების დრო წავიდა