სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღა”- ანა დოლიძე არასამთავრობოებს შეხვდა

სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღასთან“ დაკავშირებით ანა დოლიძე არასამთავრობოებთან კონსულტაციებს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ შესახებ ის კანონპროექტები განიხილა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადმოუგზავნა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიწყო მოსაზრებების შეგროვება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მიმდინარე კვირას უკვე გაიმართა შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციასთან.
„საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებასთან მიმართებაში.
ჩვენ დავიწყეთ მოსაზრებების შეგროვება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ეგრეთწოდებულ „მესამე ტალღას“ ეხება.
შევხვდით ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, ახლა გვქონდა შეხვედრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც უკვე დიდი ხანია მუშაობენ სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებზე.
მოვისმინეთ მათგან მოსაზრებები იმ ნაბიჯებზე, რომლებიც გათვალისწინებულია „მესამე ტალღის“ კანონპროექტებში” – განაცხადა ანა დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
არასამთავრობოთა კოალიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სოფიო ასათიანი, დიმიტრი ხაჩიძე, ეკა ქობეზაშვილი, ანა აბაშიძე, მარიამ მხატვარი, ანა ნაცვლიშვილი, ანა არღანაშვილი, გრიგოლ გვილავა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო კომისიაში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიადიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს