საკონსტიტუციო კომისიაში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართება. პირველ სხდომას პარლამენტის შენობაში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი გამართავს.

ცნობილია, რომ დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის: ევროატლანტიკური კურსის შესახებ; ადამიანის უფლებების თავში ზოგიერთი სოციალურ-ეკონომიკური უფლების დამატების საკითხი; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, განიხილოს საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხი; სახალხო დამცველის არჩევის კვორუმის ცვლილება, რომლის თანახმად, ასარჩევად საჭირო იყოს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ უმცირესობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა.

საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა დანიშნულია 23 იანვარს. საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა 27 იანვარს გაიმართება. ხოლო 28 იანვარს – საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა.

ოთხივე სხდომა თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიკვირის ბოლოს ლარი ისევ გაუფასურდა
შემდეგი სტატიასასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღა”- ანა დოლიძე არასამთავრობოებს შეხვდა