დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს უმასპინძლა.

გაფართოებულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ უცხოელ ელჩებს და თავდაცვის ატაშეებს სამინისტროში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეფორმების მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვის უნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთეულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა რეფორმების განხორციელების პროცესში ლევან იზორიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

უცხოელი ელჩებისა და თავდაცვის ატაშეების შეფასებით, მიმდინარე რეფორმები დროული იყო.

banner
წინა სტატიაშისასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღა”- ანა დოლიძე არასამთავრობოებს შეხვდა
შემდეგი სტატია(VIDEO) აშშ-ის ახალი პრეზიდენტისა და პირველი ლედის პირველი ცეკვა მეჯლისზე