სასამართლომ ტარიელ ფოცხვერიას სასჯელი გადაუვადა, რის შედეგადაც ე.წ. კანონიერი ქურდი სამკურნალოდ უცხოეთში მიჰყავთ

ტარიელ ფოცხვერია

სასამართლომ ტარიელ ფოცხვერიას სასჯელი გადაუვადა, რის შედეგადაც ე.წ. კანონიერი ქურდი სამკურნალოდ უცხოეთში მიჰყავთ ე.წ. კანონიერ ქურდს, ტარიელ ფოცხვერიას სასამართლო გადაწყვეტილებით, სასჯელი გადაუვადდა და რამდენიმე დღეში სამკურნალოდ უცხოეთში წაიყვანენ. ადვოკატის ინფორმაციით,  გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და ის დაეყრდნო სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ტარიელ ფოცხვერია არის მძიმე ავადმყოფი, რომლის შესაბამისი მკურნალობა საქართველოში ვერ მოხდებოდა.

მოსიაშვილის განცხადებით, მას არ ეზღუდება ქვეყნის დატოვების უფლება და რამდენიმედღიანი მომზადების შემდეგ სამკურნალოდ უცხოეთში წაიყვანენ.

როგორც ცნობილია, ფოცხვერიას ბრალად ედება კანონიერი ქურდობა. იგი 2012 წელს ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა ქვეყნის დატოვება ვერ მოასწრო და რამდენიმე დღეში კლინიკაში დააპატიმრეს. მას ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა, კერძოდ, ე.წ. სხადნიაკის ორგანიზება და მითითებების გაცემა დაედო. ხელახალი პატიმრობის შემდეგ სიმსივნით დაავადების გამო ფოცხვერია სასჯელს მარდალეიშვილის სახელობის კლინიკაში იხდიდა.

საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და ფოცხვერიას მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების გადავადება მოხდა.

 

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაში2 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვებს ახალ კვებით დანამატს უფასოდ დაურიგებენ
შემდეგი სტატია„მაესტროს“ გენერალური დირექტორი “ბიზნეს კონტაქტისა” და “საქმიანი დილის” თანამშრომლებს მიმართავს