2 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვებს ახალ კვებით დანამატს უფასოდ დაურიგებენ

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, 6 თვიდან 23 თვის ასაკამდე ბავშვებისთვის სპეციალური 15 კომპონენტიანი მინარალებისა და ვიტამინების შემცველობის კვებითი დანამატების უფასოდ გაცემა დაიწყება.

აღნიშნული განცხადება დავით სერგეენკომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეზე ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების, იუსტიციის და სპორტის სამინისტროებთან ერთად ბავშვზე ზრუნვის მიმართულების ანგარიშის წარდგენაზე გააკეთა.

“დღეს 4 სამინისტროს გამოაქვს ძირითადად მიმდინარე მოვლენები ბავშვთა დაცვის მიმართულებით. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ერთი განსაკუთრებული სიახლე. ჩვენ სულ რამდენიმე კვირაში დავიწყებთ 6 თვიდან 23 თვის ასაკამდე ბავშვებისთვის სპეციალური 15 კომპონენტიანი მინარალებისა და ვიტამინების შემცველობის კვებითი დანამატების დარიგებას. ეს არის უმნიშვნელოვანიესი პროდუქტი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის.

ამას მთავრობა დაარიგებს უფასოდ. ის იქნება მთელი რიგი დაავადების პრევენიისა და ბავშვის სწორი განვითარებისთვის. თქვენ გახსოვთ ფოლიუმის მჟავა, რომელიც დარიგდა პრევენციის მიზნით ორსულებისთვის.

ეს პროდუქტი არ არის მაღალი ღირებულების. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შემოვიტანოთ. 13 ათასი სოციალურად დაუცველი ბავშვისთვი არის ამ ასაკობრვი ჯგუფში. დანარჩენებს შეუძლიათ, შეიძინონ აფთიაქში. მისი შეძენა არცერთ მცირეშემოსავლიან ოჯახს არ გაუჭირდება”, – აღნიშნა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა იმედისა და მაესტროს მითვისების სანაცვლოდ მედია-ცენზორ რუხაძეს ფეშქაშად „ლიბერთი-ბანკი“ გადასცა
შემდეგი სტატიასასამართლომ ტარიელ ფოცხვერიას სასჯელი გადაუვადა, რის შედეგადაც ე.წ. კანონიერი ქურდი სამკურნალოდ უცხოეთში მიჰყავთ