საქართველოში სომხური ეკლესიის წინამძღოლმა გადადგომის შესახებ განაცხადა

საქართველოში სომხური ეკლესიის წინამძღოლმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ ტერ მირზახანიანმა გადადგომის შესახებ წალკაში განაცხადა. “მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ სომხეთში ვაპირებ დაბრუნებას და სასულიერო ცხოვრების ეიჩმიაძინში გაგრძელებას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ ეს ჩემი უკანასკნელი ვიზიტია სამცხე-ჯავახეთში, უახლოეს მომავალში სომხურ სამოციქულო ეკლესიას ახალი წინამძღოლი ეყოლება” – განაცხადა ეპისკოპოსმა ვაზგენ ტერ მირზახანიანმა. მისი თქმით, უკანასკნელი 17 წლის მანძილზე ყველაზე დიდი ეპიზოდი სამცხე-ჯავახეთში ვიკარის დანიშვნა იყო. ეპისკოპოსმა საკუთარი სულიერი მსახურება საქართველოში დადებითად შეაფასა.

banner
წინა სტატიაში„მსგავსი სახის აბსურდული განცხადებები ზიანს აყენებს საქართველოს“, განაცხადა დავით ზალკალიანმა
შემდეგი სტატიაგაეროს უშიშროების საბჭო ხაფთარის არმიას მოუწოდებს ლიბიაში სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს