გაეროს უშიშროების საბჭო ხაფთარის არმიას მოუწოდებს ლიბიაში სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს

გაეროს უშიშროების საბჭომ ხაფთარის არმიას ლიბიაში სამხედრო მოქმედებების შეწყვიტისკენ მოუწოდა – გაეროში გერმანიის ელჩმა კრისტოფ ჰოისგენმა განაცხადა – Reuters-ი წერს. “ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოხატა ლიბიის დედაქალაქის ახლოს სამხედრო მოქმედებების დაწყების გამო, რაც ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და ლიბიის ეროვნულ არმიას, რომელსაც ხალიფა ხაფთარი ხელმძღვანელობს, სამხედრო მოწმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა” – ელჩმა თქვა.

მანამდე ლიბიის ეროვნული არმიის მთავარსარდალმა ხალიფ ხაფტარმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ის თავის ჯარისკაცებს ბრძანებას აძლევს ქვეყნის დედაქალაქზე იერიში მიიტანონ.
ლიბიაში ორი ხელისუფლებაა. ქვეყნის ნაწილს მთავრობა აკონტროლებს, ნაწილს კი ხაფთარის არმია. “ღმერთის დახმარებით ჩვენ სვლას განვაგრძობთ გამარჯვებისაკენ, გავაგრძელებთ ბრძოლას” – ამბობს 75 წლის ფელდმარშალი ვიდეოში, რომლის სათაურია “ტრიპოლის განთავისუფლების ოპერაცია” – “ბიბისი” წერს.

მანამდე გავრცელდა, რომ ხაფთარმა ქალაქ გარიანზე აიღო კონტროლი. ის ტრიპოლიდან 100 კილომენტის დაშორებით მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში სომხური ეკლესიის წინამძღოლმა გადადგომის შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიაკონგრესის ქვედა პალატამ ტრამპს კედლის გამო უჩივლა