საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყება მომავალ კვირაში იგეგმება

საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია დიდი ალბათობით, მომდევნო კვირაში დაიწყება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „სინოვაკი“ ჯანდაცვის მოსფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მინიჭებას ელოდება, თუმცა აღნიშნულ ვაქცინას საკმაოდ კარგი შეფასება აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერთა კომიტეტის მხრიდან.

„ეს საკითხი განხილული იყო იმუნიზაციის საბჭოს ბოლო სხდომაზე. „სინოვაკი“ არის მეორე ჩინური ვაქცინა, რომლითაც ჩინეთი გადის საერთაშორისო ასპარეზზე. ისე კი, ჩინელებს მეტი აქვთ, რომელსაც შიგნით, ეროვნულ დონეზე იყენებენ. ამ ვაქცინის 100 000 დოზა ჩინეთმა აჩუქა საქართველოს. ამ ვაქცინით უკვე აცრილია 100 მილიონზე ბევრად მეტი ადამიანი, როგორც ჩინეთში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, ამ ვაქცინით ადმინისტრირების დაწყება დაგეგმილია მომავალ კვირაში.

ესეც არის ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინა, რომელიც ასევე გამოიყენება 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში. „სინოფარმისგან“ განსხვავებით, უფრო ადრე შეიძლება მეორე დოზის გაკეთება, 14-დან 28 დღემდე შეიძლება გამოყენება. სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.

რამდნიმე იურიდიული საკითხია მოსაწესრიგებელი და დიდი ალბათობით, მისი ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება. უახლოეს ხანში ველოდებით, რომ „სინოვაკიც“ მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის საკმაოდ კარგი შეფასება აქვს „სინოვაკასაც“. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობისთვის დაახლოებით ერთი კვირის ფარგლებში ისიც ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმე ამას იმიტირებულ სასამართლოს ვუწოდებ – საქალაქოში ნიკა მელიას პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიამოსამართლემ ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა, მელიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე რეაგირების შესახებ, არ დააკმაყოფილა