საქართველოში მიმდინარეობს აცრების კალენდრის დეტალური დამუშავება

საქართველოში მიმდინარეობს აცრების კალენდრის დეტალური დამუშავება, რათა გაირკვეს, თუ როგორ და როდის მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე პირების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გართულებების თავიდან ასაცილებლად პნევმოკოკის ვაქცინით აცრა ნამდვილად იქნება ეფექტური, ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და მტკიცებულება არსებობს. ძალიან ბევრი ქვეყანა ატარებს ამ ვაქცინაციას. საქართველოში მიმდინარეობს აცრების კალენდრის დეტალური დამუშავება, რათა გაირკვეს, თუ როგორ და როდის მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე პირების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ მივიღებთ შესბამის ზომებს და მივმართავთ ამ ღონისძიებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე: არ ვისურვებდი, რომ საქართველოში წარმოებულ პირბადეს ქართული პირბადე ერქვას
შემდეგი სტატიათალაკვაძე: სავარაუდოდ, მაისიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა შესაძლებელი იქნება