ნატო ჩხეიძე: არ ვისურვებდი, რომ საქართველოში წარმოებულ პირბადეს ქართული პირბადე ერქვას

არ ვისურვებდი, რომ საქართველოში წარმოებულ პირბადეს ქართული პირბადე ერქვას, რადგან ეს ქართული პროდუქციის იმიჯს აკნინებს, – ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის არც „თურნავას პირბადეს“ გაიკეთებს და არც „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტს დაუჭერს მხარს.

„არ ვისურვებდი, რომ მას ქართული პირბადე ერქვას, რადგან ეს გარკვეულად აკნინებს ქართული პროდუქციის იმიჯს. ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ თურნავას პირბადე დაერქვას, მით უფრო რომ ამაყობს ქალბატონი მინისტრი ამ პირბადით, რომელსაც სამწუხაროდ, გვირისტიც კი არ აქვს ისე გაკეთებული, რომ დოლბანდის ძაფების არ იყოს გამოძენძილი იქიდან. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ესეც, მიუხედავად იმისა, რომ სათაური აქვს ენერგოეფექტურობის შესახებ, ეფექტური კანონი ვერ იქნება და ამდენად, მე თავს შევიკავებ „თურნავას პირბადის“ გაკეთებსიგანაც და ამ კანონპროექტზე თანხმობის მიცემისგანაც“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გერასიმე: პატრიარქის ლოცვა კურთხევით შესრულდება ღვთისმსასურება ყველგან
შემდეგი სტატიასაქართველოში მიმდინარეობს აცრების კალენდრის დეტალური დამუშავება