საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1168 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 940-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშისენატორი რიში: “სალომე ზურაბიშვილმა რურუა უნდა შეიწყალოს”
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა