საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისათვის სულ 13 გამოჯანმრთელებული პაციენტია.

გამოჯანმრთელების ორი ახალი ფაქტი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, ალექსანდრე გოგინავამ დაადასტურა.

მისი თქმით, პაციენტებს ორჯერადი ტესტი ჩაუტარდათ, შედეგი კი ორივე შემთხვევაში უარყოფითია.

ახლა გამოჯანმრთელებული მოქალაქეები 14-დღიან იზოლაციაში, სახლის პირობებში იქნებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები დააკვირდებიან.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 500 000-ს გადააჭარბა
შემდეგი სტატიააშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა