საქართველოში კორონავირუსისგან 74 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 74 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 336 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5000 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიააჭარაში 4 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა