საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 296-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​296 დადასტურებული შემთხვევიდან 68 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 23 000-ს გადააჭარბა
შემდეგი სტატიარომელ ტაძარში მსახურობს სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა