რომელ ტაძარში მსახურობს სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ცენტრალურ უბანში, მდებარე ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

„კურიერის“ ინფორმაციით, სასულიერო პირი თბილისში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში დაინფიცირდა, იქ სადაც თავად მსახურობდა. ტაძარი, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული სასულიერო პირის ყველა კონტაქტი შესწავლილია და მას კორონავირუსი მრევლისგან გადაედო.

ამის შემდეგ ინფიცირებულმა სასულიერო პირმა, მოინახულა მისი და, რომელიც თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის, „თიმის“ თანამშრომელია, რომელმაც თავის მხრივ კლინიკის კიდევ 4 თანამშრომელი დააინფიცირა.

სასულიერო პირი ხარების დღესასწაულის მერე ტაძარში არ ყოფილა, რადგან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

ეკლესია ამ დროისთვის დაკეტილია.

ცნობისთვის სასულიერო პირს კორონავირუსი გუშინ, დღის ბოლოს დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 296-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაფოთში ორი მამაკაცი დაშავდა სახლის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად