საქართველოში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 1, 2021 13:14

საქართველოში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 265 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 228 410 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 214 992 გამოჯანმრთელდა, 2 528 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 800, PCR ტესტით – 4 216.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 415 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 664, ხოლო კოვიდსასტუმროში – 858.

ამასთან, 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 282 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 1, 2021 13:14

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics