საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 476 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 111, „პისიარ“ ტესტით – 4 365.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,81%, ბოლო 14 დღის – 5%, ბოლო 7 დღის – 5,6%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 312 954 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 294 252 გამოჯანმრთელდა, 4 163 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 89, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 114 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 790 პირი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკელი დეგნანი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ვიდეომიმართვით ეხმაურება
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა